,შენი იდეა შენი ქალაქისთვის” – ქუთაისის მერიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან
ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან შედგა. საუბარი პროექტის მნიშვნელობას შეეხო. განიხილეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების დეტალები და იდეების ელექტრონული რეგისტრაციის ტექნიკური მხარე.
პროექტის საინფორმაციო კამპანია USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ საკუთარი იდეები ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.
მონაწილეობით ბიუჯეტირებას სხვადასხვა ეტაპი აქვს:
1. წინადადებების მიღება, რომელიც მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
2. მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასება. უმაღლესი შეფასების მქონე იდეების საჯარო კენჭისყრა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოხდება. 3.საპროექტო განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საინიციატივო ჯგუფს ან იურიდიულ პირს.