ფრენბურთელი გიორგი კიკოლაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა
გორელი ფრენბურთელი გიორგი კიკოლაშვილი, ქალაქ ბათუმში პლაჟის ფრენბურთში ჩატარებული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა დაჯილდოს სახით მას და მის მეწყვილეს 1000 ლარი გადაეცათ.
სპორტსმენის მწვრთნელის თინა ფსუტურის თქმით, შეჯიბრების ნახევარ ფინალი სამი დღის განმვალობაში მიმდინარეობდა, სპორტსმენები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები და შესაბამისად კონკურენციაც მაღალი იყო. კიკოლაშვილი განცხადებით, ამ ტურნირმა დიდი გამოცდილება შესძინა მას.
„გამარჯვებას ნამდვილად მოველოდი, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე . განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერევანში ჩატარებული ფრენბურთის ტურნირი, რომელმაც მე და ჩემს მეწყვილეს უდიდესი გამოცდილება მოგვცა. მინდა ჩემს მწვრთნელს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი წარმატების მიღწევაში წვლილი მიუძღვის მადლობა გადავუხადო,”- განაცხადა გიორგი კიკოლაშვილმა.