დმანისში ნაქალაქარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება
დმანისში ნაქალაქარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ისტორიულ ძეგლამდე არსებული ამორტიზებული გზა სრულად იცვლება. 500-მეტრიანი ბეტონის გზის დაგება სახელმწიფოს 523 ათასი ლარი უჯდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. გარდა საავტომობილო გზისა, ნაქალაქარის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე სივრცეების მოწყობა იგეგმება.
“ჩვენი სურვილია ტურისტი ნაქალაქარამდე კომფორტული გზით მივიდეს”, – ამბობს დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი.
ცნობისთვის, დმანისის ისტორიულ ნაქალაქარში ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთებია აღმოჩენილი, ასევე ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს და მეცხრე-მეცამეტე საუკუნეების ეკლესიას მოიცავს.