თორნიკე რიჟვაძე: ქედაში მშენებარე მრავალბინიანი სოციალური სახლი 20 ოჯახზეა გათვლილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქედაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. დღეს დავათვალიერეთ სოციალური სახლის მშენებლობა. სახელმწიფო ბინებით უზრუნველყოფს იმ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში საცხოვრისის ქონას ვერ ახერხებდნენ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სოციალური სახლი საცხოვრისით 20 ოჯახს დააკმაყოფილებს. მათ შორის სოფელ აგარაში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებიც გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ქვათაცვენის გამო გასახლებას ექვემდებარებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პროექტი მოსახლეობის სოფლად დარჩენას შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები