გორიჯვრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორში, გორიჯვრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე  სამი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული, ასევე  ცოცხალი ძალა და ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა .

„ოპერატიული რეაგირების შედეგად ცეცხლი ნახევარ საათში ლოკალიზებული იყო. ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ტექნიკა და შესაბამისად ცეცხლის ღია კერების წარმოქმნისა და გავრცელების საშიშროება დროულად აღვკვეთეთ. სავარაუდოდ ცეცხლი, დაუდევრობის ნიადაგზე, ხმელ ბალახს გაუჩნდა“,- განცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალეკო ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები