ხანძარი გორიჯვარზე – ქარის გამო მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება

გორში, გორიჯვრის დასახლებაში ხანძარია. როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსამხურში ,,კვირას” განუცხადეს, ამ დროისთვის სახანძრო – სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ცეცხლის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ,  ხმელ ბალახზე გაჩენილი ცეცხლია.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი, მობილიზებულები ვართ . კონკრეტულად რა პერიმეტრზეა საუბარი შეუძლებელია ამის თქმა, რადგან ცეცხლის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსამხურის შიდა ქართლის სამმარტველოს უფროსის მოადგილემ ალეკო ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები