ზუგდიდში ქველმოქმედების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
მსოფლიოში აღიარებული “სიკეთის დღეს”, რომელიც გაეროს ეგიდით 2013 წლიდან ყოველი წლის 5 სექემბერს აღინიშნება, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონშიც აღნიშნეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო “იბერია პალასმა” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო პროექტს “ვაკეთოთ სიკეთე ერთად” ჩაუყარა საფუძველი.
პროექტ “ვაკეთოთ სიკეთე ერთად” დამფუძნებლის თამარ ბერიშვილის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ყველა სექტორის ერთი მიზნისთვის გაერთიანებას, რომელსაც ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ ჰქვია.
მისივე განმარტებით, პროცესი რომ გამჭვირვალე იყოს, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მთლიანად იმ გაჭირვებულ 5 ოჯახს მოხმარდება, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შეირჩნენ და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
საქველმოქმედო ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გეგა შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა და ბიზნეს სექტორის წარმომაგენლები ესწებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქველმოქმედების სართაშორისო დღე პირველად აღნიშნეს.