მარნეულის საკრებულოს უმრავლესობა ბიუჯეტს მოსახლეობასთან ერთად დაგეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ, საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, ფრაქცია “ქართული ოცნება” მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სოფლის მოსახლეობასთან მივა. დეპუტატები შეხვედრებს მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით გეგმავენ. მმართველი გუნდის პარალელურად ადგილობრივებთან შეხვედრებს აანონსებს ადგილობრივი ოპოზიციაც.