ხულოს მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა და მიმდინარე საკითხებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა განიხილა. ვახტანგ ბერიძემ ყურადღება ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის, მშენებლობის ტემპის დაჩქარებისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი ზომების მიღება დაავალა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე და მოადგილე ასლან შაინიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები