ხულოს მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს ინფრასტრუქტურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი საჭიროებები გააცნეს. ვახტანგ ბერიძე თითოეული მათგანის პრობლემატიკას გაეცნო და მათი გადაჭრა კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებს დაავალა.