თელავის 16 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება

თელავის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება. ახალი  სასწავლო წელი პროცესი 16 სექტემბერს უკვე რეაბილიტირებულ სკოლებში განახლდება.
სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა სველი წერტილები და მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა. N4 საჯარო სკოლაში შენობის სახურავი სრულად რეაბილიტირდება.
როგორც “კვირას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამუშაოების ჩასატარებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 970 000 ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები