აბასთუმანში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა

სოფელ აღობილში სასტუმროს მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა. შუახსნის მამაკაცი სახისა და ხელის დაზიანებებით, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
“პაციენტი შემოვიდა მსუბუქი დაზიანებით. აღენიშნება მტევნის მოტეხილობა,რის გამოც დაედო თაბაშირი. დაშავებულს მალე გავწერთ”,- განაცხადა ხათუნა კეკელაშვილი.
დაიწყო თუ არა მომხდარზე მოკვლევა, შსს-დან პასუხს ამ დრომდე ველით.
აღობილის დასახლებაში სასტუმროს თურქული კომპანია აშენებს.
ამავე ობიექტზე ორი დღის წინ კიდევ ერთი მუშა დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები