“ღვინის სახლში” ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ექპონატების გამოფენა გაიმართება

აჭარულ “ღვინის სახლში” დღეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ექპონატების გამოფენა გაიმართება, გამოფენას აჭარის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
აჭარული “ღვინის სახლი” შატოს ტიპის რესტორანს, ენოთეკას, ღვინის საწარმოს და საგამოფენო სივრცეს აერთიანებს. “ღვინის სახლს” ყოველწლიურად 300 000-მდე სტუმარი ჰყავს, მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავები და პოლიტიკოსები. შესაბამისად, აჭარის ეთნოგრაფიული არტეფაქტების ღვინის სახლში გამოფენა აჭარის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ აჭარული ღვინის სახლში მჭიდროდ თანამშრომლობს მუზეუმების გაერთიანებასთან და გასულ წელს საგამოფენო სივრცეში მეოცე საუკუნის ღვინის ეტიკეტების ასლების გამოფენა მოეწყო, რაც კერძო სექტორისა და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობის მაგალითია.
დღესვე აჭარულ “ღვინის სახლში” ნაწარმოები ღვინის დეგუსტაციაც მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები