ფოთში სამგზავრო მატარებელი მოხატეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ფოთში სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი ფერადი საღებავებით მოხატეს – შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი დაუდგნელმა პირებმა ფერადი საღებავებით მოხატეს. ვანდალიზმის ფაქტი გვიან ღამით, რკინიგზის სადგურში მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი თქმით, კომპანიამ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშულთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.