ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის სამი ობიექტი გაქურდეს

ქუთაისში მაღაზიათა ქსელ „ფემილის” სამი ობიექტი გაქურდეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. მაღაზიებიდან ერთ-ერთი სულხან-საბას გამზირზე, ხოლო ორი ვაკისუბნის დასახლებაში მდებარეობს.
ამ დროისთვის, ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები