გურიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებთან შეხვედრებს აგრძელებენ 

საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. კვირიკეთი-წითელმთა, შემოქმედის, ცხემლისხიდის და ბაღდადის მოსახლეობას პარლმანეტარები – თემურ ჭკუასელი, ილია წულაია, დიმიტრი ხუნდაძე, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანია, ადგილობრივებისგან მათი პრობლემები და საჭიროებები მოისმინონ.

სოფლის მკვიდრების ძირითადი პრობლემები უმრავლესად ერთნაირია: უმუშევრობა, შიდა გზების პრობლემა, ინერტული მასალებისგან დაზიანებული მდინარეები და ადგილობრივები.

ქვა-ღორღის ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს სოფლის მცხოვრებლებს, ზაფხულში შრება ჭები, უწყლობა საფრთხეს უქმნის ნათესებს, ზოგიერთი მოსახლის თხილის ნაკვეთში წყლის ნაკლებობამ მოსავლიანობაზეც იმოქმედა.

ამასთან, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა თხილი. ადგილობრივების თქმით, წინა წლებში აზიურმა ფაროსანამ​ მოსავლიანობასა და თხილის ხარისხზე საგრძნობლად იმოქმედა. წელს ფაროსანას პრობლემა მოგვარებულია, თუმცა მოსახლეობა თხილის ჩამბარებელ პუნქტებში ე.წ. “მეჩაქუჩეების” გამოჩენას უჩივის: პუნქტებში მათ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ყოველი 10 მარცვალი თხილიდან საღი თხილების რაოდენობის მიხედვით ანგარიშობენ. შესაბამისად, თხილის ფასი მერყევია, ამ დროისთვის 4 ლარს არ ასცდენია, ვარაუდობენ, რომ ფასი სკოლის დაწყების მოახლოებასთან ერთად კვლავ იკლებს.

პრობლემების მოსმენის და განხილვის პროცესში, საპარლამენტო  ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრეს, რაც მნიშვნელოვანია: საყოველთაო ჯანდაცვა, წამლები 1 ლარად, ყოველ მესამე ბავშვზე 150 ლარი 2 წლის განმავლობაში, ამის შესახებ ბევრ ადგილობრივს ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები