ცაგერში ტურნირი “ექსტრემალური რბენა” გაიმართა

ცაგერში, მურის ციხეებზე სპორტული შეჯიბრი, ექსტრემალური რბენა კიბეზე გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასთვის” იყო. მხარდამჭერები კი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო იყვნენ.

ექსტრემალურ რბენაში გამარჯვებულები ფედერაციის პრეზიდენტმა – მაია აზარაშვილმა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა -ავთანდილ უგრეხელიძემ დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები