“რამდენიმე ათეულობით დაავადებას კურნავს” – გოგირდოვანი აუზი ვანში, რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი
გოგირდოვანი აუზი ვანში, დიხაშხოს ჭალაში ამოედინება. გოგირდოვანი წყალი, რომელსაც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები გააჩნია. სამკურნალო აუზი, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების ინტერესის არეშია.
ამ დროისთვის აუზის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია, როგორც “კვირასთან” საუბარში ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ივანე დვალიშვილი აღნიშნავს, გოგირდოვანი წყალი ტურისტებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
“ამ გოგირდოვან წყალს ბევრი მნახველი ჰყავს, ბევრი ტურისტი მოდის, რამდენიმე ათეულობით დაავადებას კურნავს, ხალხი კმაყოფილია, მოდიან როგორც ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები, ასევე ტურისტები, აღნიშნული ტერიტორია ტურისტულ მარშუტზეა დატანილი, რაც ხელს უწყობს მის ცნობადობას”, – აღნიშნა ივანე დვალიშვილმა.
მიუხედავად ამ წყლის სასარგებლო თვისებებისა, ტერიტორია დაბინძურებულია. ადგილობრივების თქმით, სასურველია გამოჩნდეს ინვესტორი, რომელიც ამ ადგილს მოუვლის, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორთა ნაკადის ზრდას. აღნიშნული კი დადებით გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტში მეტი თანხა დახარჯოს ტურისტმა, შესაბამისად, ამით ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა.
გოგირდოვანი აუზი ვანში შესასვლელთან, გადასახვევიდან 300 მეტრის მანძილზე, მდებარეობს.