ზესტაფონში მარტოთუბნისა და სანახშირის გაზიფიცირება დაიწყო
სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ 350 – მდე აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.
გაზსადენის პროექტის სამშენებლო სამუშაოები მერის მოადგილემ დავით მაღრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ სოფლის დეპუტატთან, ნუგზარ ფერაძესთან ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამჟამად 3 სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს. ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა სადგურ სვირში. მიმდინარე პროექტის განხორციელების შემდეგ 600 აბონენტი მიიღებს დამატებით ბუნებრივ აირს.
სანახშირის ადმიმისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბრის თვეში დასრულდება.