მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სოფელ ყანობში ახლადაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა მოინახულეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ასევე, პარლამენტის დეპუტატები – მირიან წიკლაური და ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – ყანობის, გორისციხის, ფხელშესა და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვეს. ასევე, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებზე და პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს, რის შემდეგაც მათთან ერთად სოფლებში შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და სოფელ ყანობში ახლადაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზაც მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის სოფლებში დაგეგმილია – გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. გორისციხის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამჟამად მიმდინარეობს სოფელში არსებული საჯარო სკოლის რემონტიც. სოფელ ფხელშეში სკვერი კეთილმოეწყობა  და უახლოეს პერიოდში სოფელ ტყარშეტში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები