ხულოში, კორტოხის შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარი დაეგო
ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, ამ ეტაპზე ბეტონის საფარი სოფელ კორტოხის შიდა სასოფლო გზაზე დაეგო.
მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები – შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობა – სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულშიც იგეგმება.