შუამთობის კვირეული გრძელდება – ღონისძიებები დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებშიც გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტში​ შუამთობის კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში შუამთობა დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებშიც აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში კონცერტი და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე –  მთიული შაინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამაზ აბაშიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას შუამთობა მიულოცეს და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დააჯილდოეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები