11 აგვისტოს ქალაქ ფოთში მეორე „კეფალის ფესტივალი /Kefal Fest” ჩატარდება
11 აგვისტოს ქალაქ ფოთში მეორე „კეფალის ფესტივალი“ /Kefal Fest ჩატარდება. პროექტი ორ მიზანს ისახავს: პირველია, ფოთში დაინერგოს საოჯახო დასვენების კულტურა და ფოთელებს აქტიური დასვენების შესაძლებლობა მიეცეთ. ამავდროულად, ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე.
ფესტივალი მრავალ ღონისძიებას აერთიანებს: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში,ფოტოკონკურსები, ადგილობრივი კრაფტის გამოფენა-გაყიდვა, მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება, გასართობიაქტივობებიბავშვებისთვის, ბიზნეს-ღონისძიება, მუსიკალური პროგრამა, ფლეშმობი, საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა და ა.შ.
ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ფოთის ცენტრალურ პარკში (ქვესტი), ოქროს ტბაზე და მალთაყვას სანაპიროზე.
კეფალის ფესტივალის მთავარი ღონისძიება გახდება საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო ქვესტი (თამაში) სახელწოდებით არგო ქვესტი / ARGO QUEST.ქვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. თამაში საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ სახის ქვესტი უკვე ტრადიციული გახდა, რადგან პირველად ფოთში ჩატარდა 2017 წელს და მას დიდი გამოხმაურება ჰქონდა. კერძოდ, პროექტი ნომინირებული იყო 2017 Tourism National Award-ზე ნომინაციაში Best Event. მეორედ ქვესტი წარმატებით ჩატარდა 2018 წელს პირველი კეფალის ფესტივალის ფარგლებში.
კეფალის ფესტივალი / KEFAL FEST არის კერძო ინიციატივა. პროექტის ორგანიზატორებია ტურისტული კომპანია „ლინატა“.
პროექტის მხარდამჯერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA), გალერეა 34,კოლხეთის ეროვნული პარკი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი,
ფოთის მეთევზეთა კლუბი „ფაზისი“,ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“
რელიზს თან ერთვის ფესტივალის პროგრამა.
კეფალისფესტივალი / KEFAL FEST
11აგვისტო, ქალაქიფოთი
არგოქვესტი / ARGO QUEST
ლოკაცია – ფოთისცენტრალურიპარკი / დრო– 11:00 – 13:00
გასართობი აქტივობები
ლოკაცია – ოქროს ტბა / დრო:11:00 – 17:00
შეჯიბრისპორტულთევზჭერაში
ლოკაცია – ოქროსტბა / დრო – 08:00 საათიდან
სპორტული შეჯიბრები „მხიარული სტარტები“
ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
დასასვენებელი ზონა ჰამაკებით
მუსიკალური პროგრამა (ცოცხალი კონცერტი Sounds of Georgia / Звуки Грузии / საქართველოს ჰანგები ეგიდით) + დიჯეი
საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა
თამაშები წყალზე (პლაჟი)
14:00 -16:00 „პიკნიკი ტბაზე“ და მეგრული კერძების დაგემოვნება
13:00 – 15:00 საჩვენებელი გამოსვლა (ვეიკ-ზონა) წყალზე
15:00 – 16:00 ბიზნეს-დისკუსია რეგიონის განვითარების თემაზე „ბათუმიდან ფოთამდე“
11:00 – 17:00 საექსკურსიო და საგანამათლებლო პროგრამები ტურისტებისთვის (ექსკურსიები, ლექციები დაცული ტერიტორიის ოფისში, გასეირნება პანტონით, მუშაობა ბიო ფერმაზე)
16:30 დეფილე პლაჟზე
17:30 ფესტივალის დახურვა. კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოვება.
17:30 – ფლეშ-მობი „ცოცხალი ლოგო“ და ფესტივალის კოცონი
18:30-20:00 ჯაზ-ბენდის კონცერტი