ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაგა-ბაღი შეემატება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, N4 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფასადის კედლების შელესვა, თაბაშირ-მუყაოსთვის კონსტრუქციების მოწყობა. ხორციელდება სველი წერტილებისა და ეზოს რეაბილიტაცია. ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები გარემონტებულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობით ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.
„N4 საბავშვო ბაგა-ბაღში კაპიტალური რემონტი აქტიურად მიმდინარეობს. სექტემბრიდან სწავლის პროცესი კომფორტული გახდება. ეს იქნება მუნიციპალიტეტში არსებული 12 ბაღიდან მე-11, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს“, – განაცხადა გობეჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები