ზესტაფონში 14 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქალაქის 14 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის მოწყობის სამუშაოები გრძელდება გალაკტიონ ტაბიძისა და მერკვილაძის ქუჩებზე. საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მერკვილაძის ქუჩაზე ბეტონის საფარი, ხოლო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა.
ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებენ თვალ-ყურს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, მოადგილემ – დავით მაღრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერეს.
მერკვილაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქუჩების კეთილმოწყობას შპს „საპოვნელა +“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მერკვილაძის ქუჩის მოსაწყობად 65 502 ლარი, ხოლო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 155 320 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები