ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სოფელ თხილვანაში, ბაკიბაკოსა და წაბლანაში ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იაკობი“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 36 630 ლარია. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მერის მოადგილე მთიული შაინიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა აბულაძემ დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები