დუშეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სკოლა-პანსიონი გაიხსნება

დუშეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სკოლა-პანსიონი გაიხსნება
მაღაროსკარში, შატილსა და ბარისახოში სკოლა-პანსიონებს რეაბილიტაცია უტარდება.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სკოლა-პანსიონების შენობები სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ და გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სამივე პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები