ზესტაფონში კულტურისა და დასვენების პარკი განახლდება

ზესტაფონში კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება. ინიციატივა ზესტაფონის მერს, გიორგი გოგლიჩიძეს ეკუთვნის, რომელმაც პარკში მიმდინარე სამუშაოები მოადგილესთან, ელგუჯა კვეტენაძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკში არსებული ინფრასტრუქტურა სრულიად შეიცვლება. დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა, დამატებით განთავსდება სკამები, დეკორატიული ურნები. იგეგმება სავარჯიშო ტექნიკის დადგმაც.
კულტურისა და დასვენების პარკში უფასო ინტერნეტიც ჩაირთვება. WI-FI ინტერნეტკავშირით სარგებლობა 7 სხვადასხვა ადგილზე დღეში 2 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
“განახლებული პარკი საინტერესო იქნება ყველასთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ მათ შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ დასვენებას, გართობას და დაკავდებიან სპორტით. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სიახლეების განხორციელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები