მარნეულში ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ძლიერმა ქარმა სახლს სახურავები გადახადა. ამ დრომდე არ მიეწოდება ქუჩების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
მოსახლეობის თქმით, ორ მსხვილფეხა პირუტყვს ხე დაეცა და დაიხოცა. ეს უკვე მეორე სტიქიაა, რაც საიმერლოში დაფიქსირდა. ადგილობრივების თქმით, ახალა სოფელში შედარებით მძიმე სიტუაციაა.
პირველი სტიქია საიმერლოში 11 ივლისს დაფიქსირდა.