ხულოში ლიტერატურულ კონკურს „პეგასის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ხულოში ლიტერატურულ კონკურსის – „პეგასი” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში, დასკვნით ეტაპზე გასული კონკურსანტები გაემგზავრნენ ხიხანის ციხეზე, სადაც ორგანიზატორების მიერ კონკურსანტებისთვის წინასწარ შეირჩა თემები, რომელზეც შეიქმნა ნაწარმოებები პროზასა და პოეზიაში.
კონკურსის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშავრები ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ – როინ აბუსერიძემ, სულხან წულუკიძემ და როინ სურმანიძემ შეაფასა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული – სოფიკო შაინიძე. ასევე, ორ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები: ნომინაცია „კრეატიული“ – ლეილა ცეცხლაძე და ნომინაცია „ეროვნილი“ – გოგიტა ბერიძე.
დასკვნით ეტაპზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ „მადლობის სიგელები“ ხოლო კონკურსსა და ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი საჩუქრები. პროექტის ორგანიზატორებმა ღონისძიების მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადასცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ ბერიძესა და მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურს.
პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში. პროექტის ორგანიზატორები – ნანა შაინიძე და რამაზ ხმალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები