დუაძეების სასოფლო კლუბში წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუაძეების სასოფლო კლუბში  სოფლის წარმატებულ სპორტსმენებთან – ხვიჩა აბულაძესა და ანრი თავართქილაძესთან შეხვედრა მოეწყო.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე – ჯუმბერ დიმიტრაძე, მერის მოადგილე – მთიული შაინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამაზ აბაშიძე, მერიის განათლების, კულტურის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი – ბადრი მელაძე და სპორტსმენების ახლობლები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ ანრი თავართქილაძე (44 კგ), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებთან ერთად, პოლონეთში გამართულ უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე მონაწილეობდა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხვიჩა აბულაძეც (48 კგ) საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. მან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, ღონისძიება სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები