ბათუმში ცათამბჯენების აშენებას აპროტესტებენ

„არა ჩაბეტონებას“ – ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქში ხუთი ცათამბჯენის აშენებას აპროტესტებს.
მოსახლეობა ამბობს, რომ, ცათამბჯენების აგების შემთხვევაში, ქალაქის იერსახე შეიცვლება და თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია გაუარესდება – „მზე დამანახე, რივიერა ცათამბჯენების გარეშე“.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რივიერა ბათუმის ტერიტორიაზე საფრთხობელაც დადგეს. მათი თქმით, საფრთხობელა სიმბოლურად იმ ინვესტორის დასაფრთხობად მიიტანეს, რომელიც აღნიშნული ცათამბჯენების აშენებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები