მარტვილში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სველ წერტილებს, სახურავებს; გამოიცვლება კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდება წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ალექსანდრე ხურცილავამ და აკაკი ხუნწელიამ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან – პაშა გულორდავასთან, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ცნობისთვის, მარტვილში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.