სამთო იალაღებზე გადასასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხულოში სამთო იალაღებზე გადასასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, აჭარის ა/რ საგზაო დეპარტამენტის ხულოს განყოფილების უფროსთან რამაზ შერვაშიძესთან ერთად, ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილის გაფართოება და მოხრეშვა-მოშანდაკება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის ა/რ საგზაო დეპარტამენტის ხულოს განყოფილება ასრულებს.