რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქე ქალი მძიმედ დაშავდა.
როგორც “კვირას” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაზარალებული სასწრაფო დახმარების ექიმებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.
სამართალდამცველების თქმით, ავარიის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მოძრაობის წესების დარღვევა განიხილება.