წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზა ძლიერ დაზიანებული იყო და არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი – ხრეშოვანი, რაც გადაადგილებას აფერხებდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. კერძოდ, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ასევე, განხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზით სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და დამსვენებლები. ამავდროულად, აღნიშნული გზის კეთილმოწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მლნ. ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები