ფესტივალი – „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის რაინდთა დასის ორგანიზებით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – „ლეგენდების ქვეყანა“ 22–25 ივლისს გაიმართა.
როგორ “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები მარტვილის, ხონის, აბაშისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა. ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის გახსნისა და დახურვის ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დაიხურა.