წაბლანასა და ფაჩხაში ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წაბლანასა და ფაჩხაში მეწყერსაწინააღმდეგო ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფერდსამაგრი კედლის მოწყობა წაბლანაში საჯარო სკოლის, მალხაზ აბაშიძის სახლისა და სოფელ ფაჩხაში ნათელა დავითაძის სახლის მიმდებარედ მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 45 998 ლარია, რომელსაც შპს „ჯ.ი.ა.70“ – ასრულებს. ფერდსამაგრი სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება.