ურეკში კიკბოქსინგის თასზე მარტვილელმა ნიკა ბაღიშვილმა წარმატებით იასპარეზა
ურეკში, საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით, 21–23 ივლისს კიკბოქსინგში შავი ზღვის თასზე ტურნირი ჩატარდა.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონი გახდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლე – ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი – დათა წულაია).
ცნობისათვის, ტურნირში საქართველოს, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.