ხულოს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ონლაინკონფერენცია ჩატარდა

ხულოს კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკაში ონლაინკონფერენცია ჩატარდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების University of Illinois-ის ბიბლიოთეკის მენეჯერმა თანამედროვე ამერიკული აკადემიური ბიბლიოთეკის მოდელისა და სხვადასხვა საბიბლიოთეკო სერვისის შესახებ ისაუბრა.
როგორც “კვირას” ხულოს მერიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა როგორც ადგილობრივი ბიბლიოთეკარებისთვის, ისე – მსმენელებისთვის. სამომავლოდ დაიგეგმა ერთობლივად სხვადასხვა აქტივობის განხორციელება საბიბლიოთეკო სფეროში.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – მთიული შაინიძე, მოსწავლეები, სტუდენტები, მერიისა და ა (ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ხულოს ა(ა)იპ კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანლის, ლია ბოლქვაძის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები