ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

ხულოში საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი, შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვაშლოვანთან მოხდა.
დაშავებულები ხულოს საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები