საგამოძიებო სამსახური გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ სცადა, შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, როდესაც მან განაცხადა, რომ “გუდაური სქაი რეზორტისათვის” ჯარიმის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალურმა მთავრობამ.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სინამდვილეში, დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო ქალაქ თბილისის მერიამ.
„თბილისის მთავრობამ 2014 წლის 23 აპრილს მიმართა სასამართლოს დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 193 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის შესახებ, ხოლო ორ დღეში სარჩელი უკან გაიწვია და გამოსცა განკარგულება ჯარიმისგან კომპანიის გათავისუფლების შესახებ.
დადგენილებას ხელს აწერს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე. რაც შეეხება ცვლილებებს ხელშეკრულებაში, აღნიშნულ თემას არანაირი შემხებლობა არ აქვს ჯარიმის გაუქმებასთან. „გუდაური სქი რეზორტის“ ხელმძღვანელებმა ცენტრალურ მთავრობას სთხოვეს ხელშეკრულების პირობების შეცვლა იმ დროს, როდესაც მათ მიერ უკვე დარღვეული იყო საინვესტიციო ვალდებულებები და ხელშეკრულების თანახმად უკვე დაჯარიმებული გახლდათ თბილისის მერიის მიერ.
აღნიშნულმა დოკუმენტმა გაიარა მთავრობის სხდომა და გადაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს არის ორი, აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ცენტრალურ მთავრობას ჯარიმის გაუქმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თვალსაჩინოებისთვის გაწვდით დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

10449724_10152194840039779_1818812828_n10150898_10152194840169779_1797998253_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები