ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი სხვადასხვა სახის დაზიანებით იპოვეს. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“მამაკაცი ბაღის შენობაში ადგილობრივმა იპოვა. ის იატაკზე ეგდო. როგორც ამბობენ, თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა, მოტეხილობაც აქვსო. დეტალები დაზუსტებით არ ვიცით“, – უთხრეს “კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში.
“კვირას” ინფორმაციით, მამაკაცს, ამ დროისთვის ,ოპერაცია უტარდება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.