ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი საკუთარმა მეგობარმა მოკლა
დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.
შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია, ოფიციალურ განცხადებას კი უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.