ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.
როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალ თეატრს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს, ორი დარბაზი ექნება – დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე გათვლილი, მცირე კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო, გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.
პროექტს ფონდი “ქართუ” აფინანსებს და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
ცნობისათვის, ზუგდიდის თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ იქ დასი წარმოდგენებს ვერ მართავდა.