შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვასილ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ექსტაზი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6Q-UJ5TXVhI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]