იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მომავალი წლის ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტსა და ინფრასტრუქტურის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტით 2020 წელს დასაფინანსებელი პროგრამები განიხილეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, პროექტების დაფინანსებასა და იმაზე, თუ რა მასშტაბური სამუშაოების განხორციელება იგეგმება იმერეთის რეგიონში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფლის პროგრამების მხარდაჭერაზე, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მოწესრიგებაზე, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსებაზე.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაც გაიმართა. სხდომაზე 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სამტრედიის, თერჯოლის, ბაღდათის, საჩხერის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – ზვიად შალამბერიძე, მოადგილე – ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები