ბოლნისის ხელმძღვანელი პირები სოფელ დისველის გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ დისველის გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რეაბილიტირებული გზით სოფლის მოსახლეობა სულ მალე ისარგებლებს. სამუშაოების ძირითადი ეტაპი უკვე შესრულებულია და ასფალტის საფარის მეორე ფენის გადაგება მიმდინარეობს.
თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის კმ16-კმ20.5 (დისველი-ბოლნისი) რეაბილიტაციას, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.