რუსეთმა ცხინვალს 9 მილიარდი რუბლი გამოუყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის რუსული ინვესტიცია 2015-17 წლებში 9 მილიარდი რუსული რუბლი იქნება, რაც დაახლოებით 256 ათას აშშ დოლარს შეადგენს. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ხლოპონინმა განუცხადა. ცხინვალისთვის აღნიშნული თანხის გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება. ხლოპონინის განცხადებით, აღნიშნული 9 მილიარდი რუბლის პარალელურად, პირველად არის გათვალისწინებული ბიზნესის საბანკო კრედიტებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები