ბოლნისში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის მასშტაბით 2020 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში – შოთა რეხვიაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან, მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის მასშტაბით 2020 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე, სამუშაოების შესრულების ხარისხზე. შოთა რეხვიაშვილმა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე პროცესში ჩართულ ხელმძღვანელ პირებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.